Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

როდოსი-ბავშვი დაბადებამდე საგადასახადო სამსახურის წინაშე ვალში აღმოჩნდა

როდოსის მაგისტრატურმა სასამართლომ მიიღო მშობლების მოთხოვნა მათი არასრულწლოვანი შვილის სახელით დაწყებულიყო პროცედურები მემკვიდრეობაზე უარის თქმის შესახებ, რომლის  გამოც ბავშვი აღმოჩნდა მოვალე საგადასახადო სამსახურის წინაშე 10 000 ევროს ოდენობით, როგორც დროებითი მემკვიდრე ბებიის, რომელიც მის დაბადებამდე  გარდაიცვალა.

როგორც პრესა იუწყება ამბავი გასულ ზაფხულს დაიწყო, როდესაც ბავშვის დედამ საგადასახადო სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია შვილის სახელზე არსებული დავალიანების შესახებ.

მშობლები იძულებული გახდნენ ადვოკატის მეშვეობით განცხადებით  მიემართათ როდოსის  მაგისტრატური სასამართლოსთვის, რათა მიეცათ ნებართვა მათი მცირეწლოვანი შვილის სახელით უარი ეთქვათ  ბებიის მემკვიდრეობაზე.

დავალიანების მიზეზი გახდა მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ მშობლები, ვინაიდან ითვლებიან მეურვედ არასრულწლოვანი ბავშვისა, რომელიც ბებიის მიერ დატოვებული ქონების დროებითი მემკვიდრე გახდა  ჯერ კიდევ დაბადებამდე, აღმოჩნდენ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული ოდენობის თანხის  ვადაგადაცილებული დავალიანების წინაშე, რომლის შესახებაც მათ არაფერი იცოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება 5 წლის დაგვიანებით იქნა შეტანილი, სასამართლომ დააკმაყოფილა მშობლების მოთხოვნა, რადგან ბებიის გარდაცვალების მომენტში ბავშვი ჯერ არ იყო დაბადებული და დედა ფეხმძიმობის მესამე თვეში იმყოფებოდა.

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ  მოხუცის გარდაცვალებიდან  რამდენიმე თვის შემდეგ მისმა შვილებმა და მეუღლემ  დაიწყეს პროცედურები და  უარი თქვეს მემკვიდრეობის მიღებაზე, რის შემდეგაც, როგორც ჩანს  მემკვიდრედ  ჯერ არდაბადებული  ბავშვი ჩაითვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *