Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

სიამოვნებდა ბავშვების მკვლელობის პროცესი, თავს დამნაშავედ არ გრძნობს – აცხადებს პროკურორი ირინი მურძუკუზე

სიამოვნებდა ბავშვების მკვლელობის პროცესი, თავს დამნაშავედ არ გრძნობს – აცხადებს პროკურორი ირინი მურძუკუზე

პროკურატურამ 25 წლის ირინი მურძუკუს წინააღდეგ აღძრული საქმის სასამართლო განხილვის დაწყება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ ქალს ბრალად 3 ჩვილი ბავშვის მკვლელობა ედება და ერთი ბავშვის მკვლელობის მცდელობა. გარდაცვლილ ბავშვთა შორის 2 მისი საკუთარი შვილი იყო.

გამოძიების ხელთ არსებული საქმის მასალების მიხედვით ბრალდებული დანაშაულს სრული შეგნებით სჩადიოდა და მიზანმიმართულად ირჩევდა დაუცველ მსხვერპლს. პროკურორის შეფასებით, მას არ გააჩნდა თანაგრძნობის უნარი და ძალადობრივი ქმედებებით ძალაუფლებისა და კონტროლის განცდის მიღწევას ცდილობდა.

ბრალდების ვერსიით, საქმეში ფიგურირებს ასევე ყოფილი პარტნიორის მკვლელობის მცდელობა, რომელიც 2020 წელს მოხდა. მოგვიანებით, 2021 წელს, ქალი სავარაუდოდ ნათლიის მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაშიც მონაწილეობდა, რის შემდეგაც მისი ორი შვილის გარდაცვალების შემთხვევებიც გამოიკვეთა.

პროკურატურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულს შეეძლო ისეთი გარემოებების შექმნა, რომლებიც სიკვდილს იწვევდა, შემდეგ კი საკუთარი თავი მსხვერპლთა „მხსნელად“ წარმოეჩინა. საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ხოლო ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *