Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

FBI-სა და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლობით ელ.ენერგიის უკანონო მოხმარების საქმე გაიხსნა

FBI-სა და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლობით ელ.ენერგიის უკანონო მოხმარების საქმე გაიხსნა

საბერძნეთის პოლიციისა და FBI-ს მრავალწლიანი გამოძიების შედეგად გაიხსნა ელ.ენერგიის უკანონო მოხმარების საქმე. ორგანიზებული ჯგუფი, წლების განმავლობაში მრიცხველებში უკანონო ჩარევის შედეგად უფასოდ მოიხმარდა ელ.ენერგიას. საქმის მასალების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფი ჯერ კიდევ 2017 წლიდან მოქმედებს. 

საბერძნეთის პოლიციის პრესსპიკერის, კონსტანტინა დიმოღლიდუს განცხადებით, ამ დროისთვის გამოვლენილია ელექტროენერგიის მრიცხველებში უკანონო ჩარევის სულ მცირე 105 შემთხვევა. გამოძიების თანახმად, ზოგიერთი ეჭვმიტანილი პერიოდულად ცვლიდა მრიცხველების მონაცემებს, მაშინ როცა სხვები მსგავს საქმიანობას უფრო სისტემატურად ეწეოდნენ.

ამ ეტაპზე დაკავებულია ხუთი ადამიანი, რომელთაგან სამის სახელი უშუალოდ კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდება.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილები პროფესიონალი ელექტრიკოსები არ ყოფილან, თუმცა მათ ჰქონდათ საკმარისი ტექნიკური ცოდნა, რათა ელექტროენერგიის მრიცხველებში ჩარევა შეძლებოდათ. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ საქმეში ფიზიკურ პირებთან ერთად იურიდიული პირებიც ფიგურირებენ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ელექტროენერგიის ქურდობა ბიზნესების სასარგებლოდ ხორციელდებოდა.

პირველადი მონაცემებით, ჯგუფის წევრები მრიცხველებს აყალბებდნენ როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე კომერციულ ობიექტებში ატიკის, მაკედონიის, თრაკიის, თესალიისა და პელოპონესის რეგიონებში.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, საქმეში ჩართული არიან ცნობილი კომპანიებიც, რომელთა სახელწოდებებიც ამ ეტაპზე ოფიციალურად არ საჯაროვდება.

ორგანიზებული ჯგუფი აყალბებდა არა მხოლოდ ძველი მრიცხველების მაჩვენებლებს, არამედ ახალი, ციფრულ ელექტრომრიცხველებსაც, რაც ტექნიკურად განსაკუთრებულად რთულ პროცესად ითვლება და სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *