Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა

სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა

საბერძნეთის ყოფილო პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ათონის მთაზე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვატოპედის წმინდა მონასტერს ესტუმრა.

ალექსის ციპრასი ათონის მთაზე 1 ოქტომბერს, ხუთშაბათს ჩავიდა. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში მან რამდენიმე მონასტერი და მნიშვნელოვანი სალოცავი მოინახულა.

ვატოპედის მონასტერში მას მონასტრის იღუმენი, მამა ეფრემი და საძმოს წევრები დახვდნენ. ბერძნული მედიის ცნობით, ციპრასთან ერთად იმყოფებოდა ათონის მთის ყოფილი ადმინისტრატორი კოსტის დიმცა. შეხვედრისას ციპრასმა და მამა ეფრემმა ათონის მთასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

ათონის მთაზე ვიზიტის დროს ალექსის ციპრასმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და განსაკუთრებული ყურადღება სიმონოპეტრას მონასტერს დაუთმო.

„სიმონოპეტრაზე გალობის ხმა ჰადესამდეც კი აღწევს…“ — დაწერა მან.

ციპრასმა ასევე აღნიშნა, რომ ათონის მთაზე ყოველი ვიზიტი უნიკალური შესაძლებლობაა ისტორიის, საუკუნეების განმავლობაში დაცული კულტურული საგანძურისა და „ადამიანური არსებობის უფრო ღრმა აზრის“ გასაცნობად.

ვატოპედის მონასტერი ალექსის ციპრასის ათონის მთაზე ორდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი ბოლო გაჩერება იყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *