Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

სოფია კარველა: ჩვენთვის, ალკოჰოლიკებისთვის სადღესასწაულო პერიოდი არცთუ ისე მარტივი გადასატანია

სოფია კარველა: ჩვენთვის, ალკოჰოლიკებისთვის სადღესასწაულო პერიოდი არცთუ ისე მარტივი გადასატანია

სოფია კარველამ გამამხნევებელი შეტყობინება გაუგზავნა იმ ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძვიან. 

მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ამერიკაში მცხოვრებმა მოდის დიზაინერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღიარა, რომ დღესასწაულები განსაკუთრებით რთულია ალკოჰოლიკებისთვის და პრობლემების მქონე პირებს მოუწოდა ითხოვონ დახმარება.

შეგახსენებთ, რომ ანნა ვისისა და ნიკოს კარველასის ქალიშვილმა წარსულში სოციალური მედიის საშუალებით ისაუბრა ალკოჰოლიზმზე და 2008 წლის 9 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სამუდამოდ ამოეღო ალკოჰოლი ცხოვრებიდან. დღეს ის უკვე 17 წელია ფხიზელია.

“თუ გიჭირს მადლიერების დღის გატარება მარტოს, რადგან ჩვენთვის, როგორც ალკოჰოლიკებისთვის სადღესასწაულო პერიოდი არცთუ ისე მარტივი გადასატანია, სანამ კიდევ უფრო ღრმად შეგიპყრობთ სასოწარკვეთა, გადით მეგობრების სანახავად ან დაურეკეთ მათ. მადლიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა ეს დღე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო. გიგზავნით სიყვარულს და მადლიერებას ყველას, ვინც შეძლო ვყვარებოდი მაშინ, როცა მე არ შემეძლო მყვარებოდა საკუთარი თავი.” – აცხადებს სოფია კარველა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *