Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რჩევები მათთვის, ვისაც კომერციული ფართის ძვირად გაქირავება სურთ

რჩევები მათთვის, ვისაც კომერციული ფართის ძვირად გაქირავება სურთ

საბერძნეთში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კვლავ სტაბილურად იმატებს. 

უძრავი ქონების ღირებულებაში სხვაობა დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტერიუმებზე, როგორიცაა საცხოვრებელია თუ კომერციული შენობა, სეზონურია თუ ემსახურება ინვესტირების მიზნებს.

საზღვარგარეთიდან მოთხოვნა ახალ მშენებლობებზეა, რომლებიც აკმაყოფილებენ ენერგეტიკულ და უსაფრთხოების სტანდარტებს. 

კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე, GEOAXIS-ის ანალიზი აჩვენებს, რომ საოფისე ფართების გაქირავების ღირებულება იზრდება. კომპანიის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძველი ოფისების გაქირავების ღირებულება დაახლოებით 74%-ით გაიზარდა.

განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში ექცევა თანამედროვე, ენერგო-სერტიფიცირებული შენობები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნაა და იზიდავს მსხვილ ბიზნესებს. მეორე კატეგორია მოიცავს ძველ, მაგრამ გარემონტებულ უძრავ ქონებას თვალსაჩინო ადგილებში, რომლებიც ინარჩუნებენ მაღალ მოთხოვნას. მესამე კატეგორია მოიცავს ძველ შენობებს არსებითი განახლებების გარეშე, რომლებიც ძლივს ახერხებენ ფეხი აუწყონ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.

GEOAXIS-ის კვლევები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ქონების ხარისხის მნიშვნელობას. უძრავი ქონების მდებარეობა კვლავ კრიტიკული ფაქტორია, მაგრამ მხოლოდ ადგილმდებარეობა საკმარისი არ არის. ენერგეტიკული სერთიფიკატები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და დამატებითი კეთილმოწყობა აუცილებელი მახასიათებელი ხდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *