Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ქვემოდან მამხნევებდნენ, მეძახდნენ გადმოხტი – რას ამბობს ქალი, რომელსაც ცეცხლისგან თავის დასაღწევად აივნიდან გადახტომა მოუწია

ქვემოდან მამხნევებდნენ, მეძახდნენ გადმოხტი – რას ამბობს ქალი, რომელსაც ცეცხლისგან თავის დასაღწევად აივნიდან გადახტომა მოუწია

ხანშიშესული ქალბატონი, რომელსაც გუშინ კალითეაში გაჩენილი ხანძრისგან თავის დასახსნელად აივნიდან გადახტომა მოუწია, იხსენებს მომენტს, როცა გადახტომის გადაწყვეტილება მიიღო:

“გაიხაროს ყველამ ვინც ხელი გაშალა და დამიჭირა. მამხნევებდნენ ქვემოდან, იმედს მაძლევდნენ.. მეძახდნენ: “გადმოხტი, გადმოხტი” და როცა მივიღე გადახტომის გადაწყვეტილება ხელგაშლილებმა დამიჭირეს.” 

ტელემაუწყებელ ERT-თან საუბრისას ქალბატონმა განაცხადა, რომ არ იცის როგორ გაჩნდა ხანძარი. მის სახლში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა რაც სახლიდან გასასვლელი კარი გახსნა.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი შენობის სარდაფიდან გაჩნდა. სახლში ხანშიშესული წყვილი იმყოფებოდა, 80 წლის კაცი სახლის უკანა კარიდან გავიდა, ხოლო 75 წლის ქალი კი აივანზე გავიდა და შველას ითხოვდა, თუმცა ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო თავად მოუწია აივნიდან გადახტომა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *