Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ტინოსის პორტში ასაკოვანი ქალი გემზე ასვლისას ზღვაში ჩავარდა

ორშაბათს შუადღისას კუნძულ ტინოსზე პორტში გემზე ასვლისას მოხუცი ქალი ზღვაში ჩავარდა. პირეას პორტში ადონის კარიოტის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ამჯერად როგორც ნავსადგურის დაცვის, ისე გემის Blue Star Paros-ის ეკიპაჟის რეაქცია მყისიერი იყო.

პორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეკიპაჟის წევრი და ხაზის თანამშრომელი ზღვაში გადახტნენ და მგზავრს წყლიდან ამოსვლაში დაეხმარნენ.

გავრცელებული ცნობით, ორშაბათს, საახლოებით 15:00 საათზე, ქალმა გემზე ამავალ პატარა კატაპულტზე ასვლისას, შესაძლოა ძლიერი ქარის გამო, წონასწორობა დაკარგა და წყალში ჩავარდა.

პორტის თანამშრომლებმა და გემის ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო ჟილეტის გამოყენებით რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხეს მისი უსაფრთხოდ გაყვანა ხმელეთზე. მოხუცი ქალი პირველადი დახმარებისთვის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო გემი გაემგზავრა დანიშნული მარშრუტის შესასრულებლად.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *