Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

“მშვიდად იძინე ჯოჯოხეთში”- ქალმა ცოცხალ ქმარს ეზოში საფლავი გაუკეთა

ყუბანში, სკოლის დირექტორმა ეზოში ცოცხალ ქმარს საფლავი გაუკეთა.

კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნოეს მკვიდრი ყოფილ მეუღლესთან  იარაღების წასაღებად როცა დაბრუნდა, გაოგნებული დარჩა-ეზოში მას საკუთარი „საფლავი“ დახვდა, რომელიც მისმა ყოფილმა მეუღლემ მოაწყო, ჯვრით, დაბადების და გარდაცვალების თარიღებით, ფოტოსურათით და წარწერით: „მშვიდად იძინე, ჯოჯოხეთში“.

როგორც პრესა იუწყება, ალექსანდრემ, რომელიც “ცოცხლად დამარხეს”, მაშინვე პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისული რაიონის პოლიციის თანამშრომლებიც გაოგნებულები დარჩნენ ნანახით. მათ ადგილზე შეავსეს ყველა საბუთი და ჯვრიდან თითის ანაბეჭდებიც კი აიღეს.

ქალი არ უარყოფს თავის დანაშაულს, თავად მივიდა ადგილობრივ პოლიციელთან, რომ ეღიარებინა ჩადენილი, სადაც განაცხადა, რომ რადგან საყვარელ მამაკაცთან განშორება მისთვის ძალიან რთული და მტკივნეული იყო და მან გადაწყვიტა ასეთი “რიტუალი” შეესრულებინა, რათა ფსიქოლოგიურად „გაეშვა“ იგი. ამ ფორმით მის წარმოდგენაში ყოფილი ქმარი უკვე გარდაიცვალა მისთვის.

კაცი, შიშობს, რომ ყოფილმა ცოლმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.

„უბრალოდ, მინდა მშვიდად ვიცხოვრო. მე უკვე მყავს სხვა ოჯახი, სხვა ქალი, რომელიც მიყვარს. შეიძლება, მან არ მაპატია და ამიტომ, ყველაფერი ასე მოხდა”, – განაცხადა ალექსანდრემ ჟურნალისტებთან საუბარში

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *