Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ტრიზონია- უცნობი ბერძნული კუნძული, რომლის ყიდვაც არისტოტელე ონასისს სურდა

დღესაც კი, საბერძნეთში მოგზაურებს შეუძლიათ იპოვონ ისეთი ადგილები , რომლებიც  თითქმის ხელუხლებელ სილამაზეს და ბუნებრივ ლანდშაფტს ინარჩუნებენ.

რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს აქვს ასეთი გრძელი სანაპირო ზოლი, ისევე როგორც უთვალავი კუნძული, რჩება უამრავი ისეთი  ადგილი, შეიძლება იფიქროთ რომ  შესაძლოა რუკაზეც კი არ იძებნებოდეს.

ერთ-ერთი ასეთია  ტრიზონია, პატარა კუნძული, რომლის ყიდვაც  ბერძენ მაგნატს  არისტოტელე ონასისს სურდა.

კუნძული  მდებარეობს კორინთის ყურეში, ფოკიდას რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროდან სულ რაღაც 400 მეტრში.

ეს არის განთქმული კუნძული, რომლის მონახულების შემდეგ 1960-იან წლებში არისტოტელე ონასისმა სცადა ეყიდა იგი  ადგილობრივი მოსახლეობისგან, მათთვის უზარმაზარი ერთჯერადი თანხის შეთავაზებით.

ადგილობრივებმა უარი თქვეს  იმ მოტივით,  რომ ეს კონკრეტული სამოთხე არ იყიდებოდა.

კუნძულის მაცხოვრებლების უარმა მოგვიანებით  ონასისი  იონიის ზღვაში მდებარე კუნძულ სკორპიოს შეძენამდე მიიყვანა , რომელიც მან საკუთარ პირად ედემად აქცია.

კუნძულ ტრიზონიას ბევრმა ბუნების სასწაული უწოდა, კუნძულზე ყოფნისას, რომელიც სულ რაღაც 2,4 კვადრატული კილომეტრია,  მოგზაურებს შეუძლიათ დატოვონ გარე სამყარო, მათ შორის მანქანები, მოტოციკლები , ხმაური და, რაც მთავარია, ყოველდღიურობის თანმდევი მუდმივი  სტრესი უკან.

ტრიზონია ასევე არის ერთგვარი კუნძულის ბაღი, სადაც ხარობს  ნუშის,  მსხლის, ევკალიპტის, ქლიავის და ზეთისხილის ხეები, ასევე ფიჭვი და კედარი.

ამ კუნძულზე ძალიან ბევრი სიამოვნება ელოდება მნახველს. უპირველეს ყოვლისა, ყველა დადის ველოსიპედით, რაც გარემოს უაღრესად მშვიდს და წყნარს ხდის.

მის ირგვლივ ზღვა ძალიან მშვიდია,  ლურჯი, კრისტალურად სუფთა წყლებით,იდეალურია  ნავით სასეირნოდ მისი ნაპირების დასათვალიერებლად.

კუნძულის მაცხოვრებლები ძალიან კეთილგანწყობილნი არიან ტურისტების მიმართ,  ზაფხულში კუნძულს  სულ მცირე 600-დან 1000-მდე ადამიანი სტუმრობს. აქვე  მდებარეობს ოთხი რესტორანი, ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული უგემრიელესი კერძებით მენიუში, ასევე  ორი კაფეტერია და ბარი.

მაგრამ ზამთარში კუნძულზე მხოლოდ   ორმოციდან ორმოცდაათამდე  ადგილობრივი მოსახლე რჩება.

როგორც ისინი  ამბობენ, “წელიწადის ამ დროს  ცოტა რთულია, ცივა, მაგრამ თუ კარგი კომპანია გყავს, კარგი ღვინო და კარგი საჭმელი, ყველაფერი კარგადაა“.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *