Latest news
საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
საბერძნეთი

უამინდობის ახალი ტალღა და სამოქალაქო დაცვის განგაში-რეკომენდაციები მოსახლეობას

მოსალოდნელი უამინდობის გამო, კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში დღეს 13:00 საათზე, საერთო კრება გაიმართება.

სამინისტროს განცხადებით, საერთო კრებაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა შესაბამისი სამინისტრო, უსაფრთხოების ძალების, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, ასევე მეტეოროლოგთა ჯგუფი. შეხვედრის მიზანი იქნება მოხსენება და კოორდინაცია, მომდევნო კვირაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ.

მანამდე, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და იზრუნონ, რომ მიიღონ მათ ხელთ არსებული თავდაცვითი ზომები ინტენსიური მეტეოროლოგიური მოვლენების გამო.

კერძოდ, იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შტორმი ან ქარიშხალი, ჯანდაცვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს:

მიიღონ შესაძლო ზომები იმ ობიექტების დასაცავად, რომლებიც ამინდის მძიმე პირობებმა შეიძლება დააზიანოს.

•დარწმუნდნენ, რომ სახლების ღარები და ჩაღრმავები არ არის გადაკეტილი და გამართულად მუშაობს.

•მოერიდონ ნიაღვრებისა და ნაკადულების გადაკვეთას ფეხით ან მანქანით, შტორმისა და ნალექის დროს, ასევე მათი დასრულებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.

•მოერიდონ გარე სამუშაოებს და აქტივობებს საზღვაო და სანაპირო რაიონებში მძიმე ამინდის მოვლენების დროს (ელვის დარტყმის რისკი).

•სეტყვის დროს დაუყოვნებლივ შეაფარეთ თავი შენობას ან მანქანას და არ დატოვოთ უსაფრთხო ადგილი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ქარიშხალმა გადაიარა. სეტყვა შეიძლება ძალიან საშიში იყოს ცხოველებისთვისაც.

•არ გაიაროთ დიდი ხეების, დამაგრებული ნიშნების და ზოგადად იმ ადგილების ქვეშ სადაც მსუბუქი საგნები (მაგ. ქოთნები, დამტვრეული მინა და ა.შ.) შეიძლება ჩამოვარდეს და მიწაზე დაეცეს (მაგ. აივნების ქვეშ).

იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური ელვისებური აქტივობაა:

თუ სახლში ხართ:

•არ გამოიყენოთ ელექტრო ტექნიკა ან ტელეფონი, რადგან ელვამ შეიძლება გაიაროს სადენებში. გამორთეთ ტელევიზორი ანტენიდან და დენის წყაროდან.

•მოერიდეთ სანტექნიკის მილებთან (სამზარეულო, აბაზანა) შეხებას, რადგან ისინი ელექტროენერგიის კარგი გამტარებია.

თუ მანქანაში იმყოფებით:

•გააჩერეთ ის გზის პირას და შორს ხეებისგან, რომლებიც შეიძლება დაეცეს მას.

•დარჩით შიგნით და ჩართეთ ავარიული ნათურები სანამ ქარიშხალი არ გაქრება.

•დახურეთ ფანჯრები და არ შეეხოთ ლითონის ნივთებს.

თუ გარეთ ხართ:

•შეაფარეთ თავი შენობას ან მანქანას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაჯექით ადგილზე დაწოლის გარეშე.

•არასოდეს შეეფაროთ მაღალი ხის ქვეშ ღია ადგილას.

•მოერიდეთ ჩადაბლებულ ადგილებს წყალდიდობის საფრთხის გამო.

•არ დადგეთ კომუნალურ ბოძებთან, ელექტროგადამცემ ხაზებთან, სატელეფონო ხაზებთან და ღობეებთან.

•არ მიუახლოვდეთ ლითონის ობიექტებს (მაგ. მანქანები, ველოსიპედები, საკემპინგო აღჭურვილობა და ა.შ.).

•მოერიდეთ მდინარეებს, ტბებს ან წყლის სხვა ობიექტებს.

•თუ ზღვაში ხართ, სასწრაფოდ გადმოდით.

•თუ იზოლირებული ხართ ბრტყელ ზედაპირზე და გრძნობთ, რომ თმა “დაელექტროვდა”(ამ დროს თმა ზემოთ იწევა, რაც  მიუთითებს, რომ ელვა აპირებს დარტყმას) დაჯექით რამდენადაც შესაძლებელია მოხრილ მდგომარეობაში, რათა მაქსიმალურად შეამციროთ სხეულის ზედაპირის შეხება მიწასთან.

მოსალოდნელ უამინდობასთან დაკავშირებით კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა სამდივნომ ოფიციალურ სამსახურში ჩართულ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ასევე ქვეყნის რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივი მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა დროულად და ეფექტურად  გაუმკლავდნენ ამინდის ფენომენის შესაძლო მძიმე შედეგებს.

გარდა ამისა, სახანძრო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული მოხსენების თანახმად, წყალდიდობის რისკების, ასევე მათი თანმხლები მოვლენების აღმოსაფხვრელად ოპერატიული გეგმა უკვე ხორციელდება, ხოლო იმ ტერიტორიების სახანძრო სამსახურები, სადაც მოსალოდნელია კლიმატური ფენომენი, გაძლიერებულ მზადყოფნაში იმყოფებიან საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი პრობლემის დაუყოვნებლივ გადასაჭრელად.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგანგებო ამინდის განახლებული ბიულეტენის მიხედვით, ორშაბათიდან საბერძნეთში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი ძლიერი წვიმითა და შტორმით, რომელიც გავლენას მოახდენს ჩრდილოეთ საბერძნეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებზე. ზემოქმედება ლოკალურად ძლიერი იქნება ორშაბათს ძირითადად თესალიის დასავლეთ ნაწილებში, დასავლეთ და ცენტრალურ სტერეაში, ეპირუსში, დასავლეთ მაკედონიაში და შესაძლოა იონიაში. სამშაბათს და ოთხშაბათს მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი ტერიტორია დაზარალდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *