Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

უამინდობის ფენომენი საბერძნეთის 10 რეგიონში გამოვლინდება

უამინდობის ფენომენი საბერძნეთის 10 რეგიონში გამოვლინდება

ძლიერი წვიმები და ქარიშხალია გაბატონებული გუშინდელი დღდან საბერძნეთის რეგიონებში:

  • ზაკინთო
  • კეფალონია
  • ითაკი
  • ეტოლოაკარნანია
  • ახაია
  • ილია
  • ლევკადა 
  • მესინია 
  • არტასა 
  • პრევეზა

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს პასუხისმგებელ ორგანოებს, ხოლო მოსახლეობას კი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უამინდობის ფენომენის მიერ გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად თავის ასარიდებლად. უფრო კონკრეტულად კი:

  • გარე ტერიტორიებიდან აიღონ ნივთები, რომლებმაც წყალდიდობის დროს შესაძლოა გამოიწვიონ ზიანი, იმ შემთხვევაში თუ წყლის ნაკადი წაიღებს
  • დარწმუნდნენ რომ წყალსადენი მილები არ არის დახშული
  • მოერიდნონ ნაკადულებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ფეხით თუ ავტომანქანებით გავლას როგორც ძლიერი წვიმების ასევე მათი დასრულების შემდეგაც რამდენიმე საათის განმავლობაში.
  • მოერიდნონ ღია ცის ქვეშ სამუშაოებს
  • სეტყვის წამოსვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეაფარონ თავი შენობებს 
  • თავი აარიდონ მაღალი ხეების ქვეშ გადაადგილებას
  • მიყვნენ პასუხისმგებელი ორგანოების მითითებებს განსაკუთრებით საშიშ პირობებში
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *