Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

უზბეკეთი: ტაშკენტის აეროპორტის საწყობში წუხელ ძლიერი აფეთქება მოხდა

ოთხშაბათს ღამით (27/9) უზბეკეთის დედაქალაქ  ტაშკენტის აეროპორტის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაშავდა უამრავი ადამიანი. ხელისუფლება აფეთქებას ელვას მიაწერს. გვეგონა მიწისძვრა იყო“ – ამბობენ ქალაქის მცხოვრებლები.  თუმცა აეროპორტი, რომელიც ინციდენტის ადგილის მახლობლად მდებარეობს, “ჩვეულებრივ” ფუნქციონირებდა.

„იყო აფეთქება, შემდეგ კი ხანძარი, რომელიც ჯერ არ არის ლიკვიდირებული“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც აფეთქებას ელვას მიაწერს.

“დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო Telegram-ზე მათი ნომრის დაზუსტების გარეშე და აქვე აღნიშნავენ, რომ სერიოზული დაზიანებები არ არის. ტაშკენტის საავადმყოფოს აღმასრულებელი ორგანოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ, რომ იქ გადაყვანილი იქნა  ათი დაშავებული, მათგან მხოლოდ ერთია მძიმე მდგომარეობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი აეროპორტის საბაჟო ზონაში მდებარე კომპანიის საწყობში გაჩნდა, რომელიც, როგორც უზბეკეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, „ჩვეულებრივ“ მუშაობს.

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლების მინები ჩამტვრეულია, ზოგიერთ სახლს კი შიდა დაზიანებები აქვს. შემთხვევის ადგილზე მყოფი AFP-ის რეპორტიორის ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანები აგრძელებენ დაშავებულების ევაკუაციას. აფეთქებების ხმა ჯერ კიდევ ისმოდა ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობდნენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *