Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ქვეყანაში გაბატონებულ სიცხის ტალღას ბოლო არ უჩანს

ქვეყანაში გაბატონებულ სიცხის ტალღას ბოლო არ უჩანს

საბერძნეთში გაბატონებული ხანგრძლივი სიცხის ტალღის მთავარი მახასიათებელი ურბანული ცენტრების სითბურ სფეროში გამომწყვდევის ფენომენია.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სიცხე იქნება ინტენსიური და კუმულაციური, შესაბამისად ექნება მკვეთრი გავლენა როგორც დღის ასევე ღამის საათებშიც. 

სამშაბათს ტემპერატურამ ათენსა და ფლორინაში 40 გრადუსსაც კი გადააჭარბა. ბარომეტრი დედაქალაქში დილიდანვე 30 გრადუსს აჩვენებდა, რაც გაუსაძლისს ხდის ქალაქში გადაადგილებას. 

მაღალ ტემპერატურას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიან დასავლეთის ცხელი ქარები.

საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს თესალიაშიც, სადაც ბარომეტრი 43 გრადუსს გადააჭარბებს. სამოქალაქო დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით მაღალი იქნება ხანძრის გაჩენის საშიშროება როგორც თესალიაში, ასევე ლაკონიასა და მესინიაში. 

კვირის ბოლომდე მოსალოდნელია ტემპერატურის 44 გრადუსამდე მატება სრულიად ქვეყნის მასშტაბით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *