Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: პოლიციის საგზაო დეპარტამენტში თანამშრომელმა 66 წლის კაცს ხელი ჰკრა – დააკავეს როგორც თანამშრომელი, ასევე დაზარალებულიც

კრეტა: პოლიციის საგზაო დეპარტამენტში თანამშრომელმა 66 წლის კაცს ხელი ჰკრა – დააკავეს როგორც თანამშრომელი, ასევე დაზარალებულიც

ქაოსი გამოიწვია კუნძულ კრეტაზე, პოლიციის განყოფილების საგზაო დეპარტამენტში არსებულმა რიგმა, რომლის დარღვევის მცდელობისას 66 წლის კაცი მსუბუქად დაშავდა.

Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დეპარტამენტში საკმაოდ დიდი რიგი იყო. 66 წლის კაცი პოლიციის თანამშრომელთან რიგის გარეშე მივიდა და დაიჟინა რომ ურიგოდ მომსახურებოდნენ. თანამშრომელი ცდილობდა კაცი რიგში დაებრუნებინა, თუმცა 66 წლის კაცი მას წინააღმდეგობას უწევდა. სწორედ ამიტომ თანამშრომელმა მას ხელი ჰკრა, რის შედეგადაც კაცმა წონასწორობა დაკარგა და დაეცა. 

პოლიციამ დააკავა როგორც თანამშრომელი, ასევე 66 წლის კაცი წესრიგის დარღვევისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *