რეთიმნო: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება მოტოციკლეტისტი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა
რეთიმნო: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება მოტოციკლეტისტი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა
კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია მოტოციკლეტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ორშაბათიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 27 წლის ბიჭი ორშაბათს, რეთიმნო-ირაკლიოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.
მოტოცილეტების ძლიერი შეჯახების შედეგად ახალგაზრდა ასფალტზე დაეცა და მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განთავსება ჩათვალეს საჭიროდ.
Facebook Comments Box
