Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთი

ბერძენი ბიზნესმენი უცხოელ თანამშრომელს თავს დაესხა

ატიკის უსაფრთხოების დირექტორატის, რასისტული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა 41 წლის ბერძენი ბიზნესმენი დააკავეს.

შემთხვევა კამინიაში მოხდა. აღნიშნული პიროვნება ორ უცხოელ თანამშრომელთან პირადი უთანხმოების გამო, მათ საცხოვრებელ ბინაში მივიდა.

ვინაიდან ის ადამიანები, რომლებსაც ეძებდა იქ ვერ იპოვა, სასტიკად გაუსწორდა ბინაში მყოფ მათ თანამემამულე მამაკაცს.

ბიზნესმენმა მას ჯერ რასისტული ფრაზებით მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ კი მუქარის ძალით წაართვა მობილური ტელეფონი, ფიზიკურად გაუსწორდა და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი დატოვა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაკავების შემდეგ თავდამსხმელს ბრალად წარედგინა სხეულის მძიმე დაზიანება, მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქურდობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რის საფუძველზეც ის გადაყვანილი იქნა პირეოსის რაიონულ პროკურატურაში.

 

ოფიციალური თურქეთი საბერძნეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *