Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: ტაქსის მძღოლი 21 წლის გოგონას თავს დაესხა, რადგან მგზავრმა უარი განაცხადა დამატებით თანხის გადახდაზე

სალონიკი: ტაქსის მძღოლი 21 წლის გოგონას თავს დაესხა, რადგან მგზავრმა უარი განაცხადა დამატებით თანხის გადახდაზე

21 წლის გოგონამ სალონიკიდან განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლი თავს დაესხა იმის გამო, რომ არ უნდოდა დამატებით თანხის გადახდა.

გოგონამ ტაქსის მომსახურებით ჰალკიდიკიდან აღოსავლეთ სალონიკის მიმართულებით ისარგებლა. 

thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა სამ ახალგაზრდასთან ერთად მგზავრობდა, რათა მგზავრობის საფასური გადაენაწილებინათ.

მაშინ, როცა ტაქსი ეგნატიას ქუჩაზე გადაადგილდებოდა ტაქსის მძღოლი მიუტრიალდა მგზავრებს და უთხრა: “ჯამში 40 ევროა მომსახურების საფასური. 20 ევროს გადამიხდით თქვენ სამნი და 20 ევროს ეს გოგონა.” თუმცა იმ მომენტისთვის ტაქსის კილომეტრების საზომი აპარატი 14 ევროს აჩვენებდა და არა 40-ს და არცერთ მგზავრს თან არ ჰქონია ბარგი. 

სწორედ ამიტომ ტაქსის მძღოლს გოგონამ უპასუხა, რომ გადაიხდიდნენ იმდენს, რამდენიც აპარატმა დაიანგარიშა და არა 20 ევროთი მეტს. აღნიშნული პასუხი მძღოლს არ მოეწონა, ანდიღონიდონის მოედანზე მანქანა გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და ყვირილი დაიწყო. სამმა მგზავრმა გადაუხადა ტაქსის მძღოლს 20 ევრო, თუმცა გოგონამ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, რადგან ჩათვალა რომ უკანონოდ თვლიდა 63 წლის მძღოლის მოთხოვნას. სწორედ ამ დროს სწვდა მძღოლი გოგონას ყელში და ხელი გაარტყა. თავდასხმის შემთხვევა ახალგაზრდებისა და ერთი გამვლელის თვალწინ მოხდა. 

შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. ახალგაზრდებს გადაღებული ჰქონდათ ფოტოსურათი ტაქსის სანომრე ნიშნებისთვის, თუმცა გოგონამ საჩივრის შეტანა ვერ შეძლო, რადგან საჭირო იყო 100 ევროს ოდენობის სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა. ტაქსის მძღოლის ქმედება სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რომელიც დასჯადია არამხოლოდ საბერძენთის ტერიტორიაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმავე მძღოლთან დაკავშირებით საჩივარი იმავე დღეს კიდევ ერთხელ შევიდა პოლიციის განყოფილებაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *