ცნობილმა მომღერალმა ვასილის კარასმა მისი ფოტოების უნებართვოდ გამოყენების გამო სარჩელი შეიტანა
სერიოზული ინციდენტი გამოიწვია ერთ-ერთი სარეკლამო ინტერნეტგვერდის არაკანონიერმა ქმედებამ, რომელიც იყენებდა პოპულარული მომღერლის სახელსა და გამოსახულებას მისი ნებართვის გარეშე წონის დასაკლები პროდუქტის რეკლამირებისთვის.
კერძოდ, აღნიშნულმა ელექტრონულმა გვერდმა სარეკლამო მიზნებისთვის ატვირთა ფოტოები, სადაც გამოსახულია ცნობილი ბერძენი მომღერალი ვასილის კარასი, რომელსაც ხელში უჭირავს გასახდომი საშუალება.
კომპანიამ გამოიყენა მომღერლის ჯანმრთელობის პრობლემა, როდესაც რედაქტირება გაუკეთა მის ფოტოს, რათა დაერწმუნებინა მომხმარებელი შეეძინათ მოცემული პრეპარატი, რომელიც რეკლამის მიხედვით ხელს უწყობს წონის კლებას და ამტკიცებდა, რომ მომღერლის წონის ცვლილება პროდუქტის მოხმარების შედეგია.
„ამ ფოტოებზე ის შესამჩნევად გამხდარია ჯანმრთელობის პრობლემების გამო და არა რაიმე პრეპარატის მიღებით. ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოს არავითარი კავშირი არ აქვს რეალურთან“- განაცხადა მომღერლის ადვოკტმა.
გვერდი წაიშალა მას შემდეგ, რაც ვასილის კარასმა ჩრდილოეთ საბერძნეთის კიბერ დანაშაულის განყოფილებაში უცნობი პირების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
