რუსული კოსმოსური ხომალდი მთვარეზე ჩამოვარდა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, რუსულმა უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Luna-25 განიცადა ავარიული დაშვება მთვარეზე, მისიის დროს მასზე კონტროლის დაკარგვის გამო.
კოსმოსური ხომალდის მიზანი იყო მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვების ისტორიული შედეგის მიღწევა. თუმცა, მისიას შეექმნა გართულებები, როდესაც იგი გადასული იყო მის საბოლოო წინასადესანტო ორბიტაზე.
ამ მისიის უპირველესი მიზანი იყო მთვარეზე რეგიონის გამოკვლევა, რომელიც მკვლევარების აზრით შესაძლოა შეიცავდეს გაყინულ წყალს და ძვირფას მინერალებს.
რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა კორპორაციამ Roscosmos-მა კვირა დილით გამოაცხადა, რომ კავშირი Luna-25-თან დაიკარგა შაბათს 14:57 საათზე.
“პირველადმა შეფასებებმა აჩვენა, რომ 800 კგ-იანმა ხომალდმა შეწყვიტა არსებობა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებს მისიის წარუმატებლობის მიზეზებს.
როსკოსმოსმა ღიად აღიარა ლუნა-25-ის მისიასთან დაკავშირებული თანდაყოლილი რისკები და მისი წარუმატებლობის შესაძლებლობა. კოსმოსური ხომალდი 11 აგვისტოს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ ამურის რეგიონში მდებარე ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან გაუშვეს, რის შედეგადაც ამ კვირის დასაწყისში მან მთვარის ორბიტაზე წარმატებული შესვლა განახორციელა.
გაიზარდა მოლოდინი, რომ ხომალდი წარმატებით დაეშვებოდა ზედაპირზე. მანამდე არცერთ ერს არ ჰქონდა დაშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე.
ლუნა-25 აღნიშნავდა რუსეთის დაბრუნებას მთვარის კვლევაში 1976 წლიდან, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც ლუნა-24-ის მისია ტრიუმფალურად დაეშვა მის ზედაპირზე.
რუსეთი კონკურენტულ რბოლაში იყო ინდოეთთან მთვარის სამხრეთ პოლუსამდე მისასვლელად. ინდოეთის კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 აპირებს ამ რეგიონში დაჯდომას უახლოეს დღეებში, მიზნად ისახავს როვერის განთავსებას ქანების და კრატერების გამოსაკვლევად. მისია მიზნად ისახავს შეაგროვოს ღირებული მონაცემები და სურათები, რომლებიც გადაეცემა დედამიწაზე.
აღსანიშნავია, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსის გარკვეული მონაკვეთები მუდმივად ჩრდილშია მოქცეული, რაც წარმოადგენს წყლის აღმოჩენის პოტენციურ შესაძლებლობას.
ინდური კოსმოსური ხომალდის გაშვება მთვარეზე 23 აგვისტოს არის დაგეგმილი. საინტერსოა რა ბედი ეწევა ინდურ მისიას რუსულთან შედარებით, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.
