Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

წყვილს შორის გრძნობების აფეთქება სახლის აივნიდან გადავარდნით დასრულდა

ახალგაზრდა წყვილი ცდილობდა მათი სექსუალური ცხოვრება თავგადასავლებით სავსე, მრავალფეროვანი და ცოტა უფრო პიკანტური გაეხადა, რის შედეგადაც გადაწყვიტეს სახლის აივანზე სიყვარულით დაკავებულიყვნენ.

მომატებულმა ლიბიდომ და  ადრენალინმა წყვილს ფრთები შეასხა, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით და პარტნიორი ქალი აივნიდან გადავარდა, რის შემდეგაც ის  მანქანის სახურავზე დაეცა,  რომელიც იმ დროს აივნის ქვემოთ იდგა.

საბედნიეროდ ის მძიმედ არ დაშავებულა. დაბლა ჩასულმა მისმა პარტნიორმა ქალი მანქანიდან ხელში აყვანილი გადმოიყვანა, ფაქტის შემსწრე გახდა თითქმის მთელი სამეზობლო, რომლებიც ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ.

სამწუხაროდ ახალგაზრდა ქალი საბოლოოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ზურგის მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა.

წყვილს აშკარად უწევს მანქანის შეკეთების საფასურის გადახდა, რომელიც კორპუსის ბინის სხვა დამქირავებელს ეკუთვნის, მაგრამ ეს მათ თავგადასავალში ალბათ ყველაზე მცირე პრობლემაა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *