Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა კახოვკის ჰესის კაშხალი ააფეთქეს

უკ­რა­ი­ნის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხრე­თის ოპე­რა­ტი­ული სარდლობის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ხერ­სო­ნის ოლ­ქში კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის კაშ­ხა­ლი აა­ფეთ­ქეს.

“ახლა ზუს­ტდე­ბა ნგრე­ვის მას­შტა­ბე­ბი, წყლის სიჩ­ქა­რე და მო­ცუ­ლო­ბა, დატ­ბორ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და ხერ­სო­ნის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ალექ­სან­დრ პრო­კუ­დინ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს და მიმ­დი­ნა­რე­ობს ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.

პრო­კუ­დი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხი­ფა­თო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყა­ლი კრი­ტი­კულ დო­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათ­ში მი­აღ­წევს.

ცნო­ბი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დრეი ერ­მა­კი კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბას ეკო­ცი­დად აფა­სებს.

“კა­ხოვ­კას ჰესი, რუსი ტე­რო­რის­ტე­ბის მო­რი­გი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი. პრე­ზი­დენ­ტი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს კრებს. ეს არის ეკო­ცი­დი. რუ­სე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ხერ­სო­ნის ოლ­ქის სამ­ხრე­თით და ყი­რიმ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სას­მე­ლი წყლის შე­საძ­ლო წარ­თმე­ვა­ზე, და­სახ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი­სა და ბი­ოს­ფე­როს შე­საძ­ლო გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე“, – და­წე­რა ერ­მაკ­მა ტე­ლეგ­რამ­ზე

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *