Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

ინდოეთი: გამოვლენილია მატარებლების შეჯახების მიზეზები და პასუხისმგებელი პირები

ინდოეთში, რამდენიმე დღის წინ  მომხდარი მატარებლების ტრაგიკული შეჯახების შემდეგ, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, გავრცელდა ინფორმაცია  შესაბისი უწყებების მიერ  შეჯახების გამომწვევი მიზეზების შესახებ და გამოიკვეთა შეჯახებაზე პასუხისმგებელი პირების სავარაუდო ვინაობაც.

გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ დრომდე დაბნეულობაა ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით,თუმცა წინასწარი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა,რომ სავარაუდოდ  ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ელექტრონული სასიგნალო სისტემის გაუმართაობა იყო, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება რკინიგზის ხაზებზე მატარებლების მოძრაობა შეჯახების თავიდან ასაცილებლად და  რომლის გაუმართავი მუშაობაც ადამიანური შეცდომის შედეგი იყო.

ექსპრესს, რომელიც ასრულებდა კალკუტა- მადრასის მარშრუტს, მიეცა ნებართვა შესულიყო მთავარ სარკინიგზო ხაზზე, მაგრამ მართვის პანელზე  დაშვებული შეცდომის გამო იგი შევიდა ხაზზე, რომელზეც უკვე მოძრაობდა კომერციული მატარებელი.

სამგზავრო მატარებელი კომერციულ მატარებელს საათში 130კმ სიჩქარით შეეჯახა, სამი ვაგონი გვერდით გამავალ  რკინიგზის ლიანდაგზე დაეცა და ბანგალორ- კალკუტას მარშრუტზე გამავალ ექსპრესს უკანა მხრიდან დაეჯახა, ამ შეჯახებამ ყველაზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 288 ადამიანი დაიღუპა და 900- მდე დაშავდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *