Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
მსოფლიო

კახოვკის კაშხლის აფეთქება: ემუქრება თუ არა საფრთხე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს

რუსეთის მიერ კონტროლირებად ხერსონის რეგიონში, მდინარე დნეპრზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის  ნაწილობრივ დაზიანების შემდეგ შექმნილ ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

გამომდინარე იქიდან, რომ ატომური ელექტროსადგური იყენებს მდინარე დნეპრის წყალს ბირთვული რეაქტორების გასაგრილებლად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ  ბირთვული სადგურიდან დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარე კაშხლის ნაწილობრივ განადგურება, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ, ზრდის ბირთვული კატასროფის რისკს.

„მსოფლიო კვლავ ბირთვული კატასტროფის ზღვარზეა, რადგან ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა გაგრილების წყარო და ეს რისკი ამიერიდან სწრაფად იზრდება“, – აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავის მხრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სარდლობა ირწმუნება, რომ კაშხლის ნაწილობრივი განადგურება,საიდანაც წყალი მიეწოდება ელექტროსადგურს რეაქტორების გასაგრილებლად, ამჟამად საფრთხეს არ უქმნის ობიექტს.

მათი განცხადებით ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს  საფრთხე არ ემუქრება, რადგან  ბირთვული რეაქტორების წყლით გაგრილების რეჟიმის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ელექტროსადგურს გააჩნია აფეთქებისგან დამცავი სისტემები, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს ბირთვული აფეთქების საშიშროებას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *