Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალიდან, 25 ოქტომბრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ხვალიდან, 25 ოქტომბრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (ΕΜΥ) ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას. კვირა, 25 ოქტომბერი მოღრუბლული ამინდითა და ადგილობრივი წვიმებით დაიწყება.

ორშაბათს 26 ოქტომბერს გამთენიისას მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი. პროგნოზის თანახმად უამინდობა სულ მცირე 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.

ორშაბათს, 26 ოქტომბერს, ძლიერი ნალექი და შტორმი ატიკაში შუადღემდე, შემდეგ კი საღამოს საათებშია მოსალოდნელი. ინტენსიური მოვლენები ასევე შეეხება აღმოსავლეთ ცენტრალურ საბერძნეთს, თესალიას, სპორადების კუნძულებსა და ევიას. დოდეკანისას კუნძულებზე უამინდობა გვიან საღამომდე გაგრძელდება, ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე ძლიერი ნალექი შუადღიდან არის მოსალოდნელი.

სამშაბათს, 27 ოქტომბერს, უამინდობა გაგრძელდება სპორადებსა და ევიაზე შუადღემდე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე გვიან შუადღემდე, ხოლო დოდეკანისას კუნძულებზე ინტენსიური მოვლენები შუადღიდან დაიწყება. ატიკაში ძლიერი ნალექი დილის საათებამდეა მოსალოდნელი.

მოსახლეობისთვის რეკომენდებულია, გამოიჩინონ სიფრთხილე, მოერიდონ დატბორვისკენ მიდრეკილ ადგილებს და გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ ამინდის პროგნოზი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *