Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის წყლებში იისფერი მედუზები დაბრუნდნენ

საბერძნეთის წყლებში იისფერი მედუზები დაბრუნდნენ

ექსპერტები ცურვის მოყვარულებისთვის იისფერ მედუზებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საბერძნეთის ზღვებში მედუზების გამოჩენა ბუნებრივი მოვლენაა და სულაც არ წარმოადგენენ ისინი საფრთხეს მოცურავეებისთვის.

საბერძნეთის ბიომრავალფეროვნების ობსერვატორიის მონაცემებით, მედუზების ყველაზე მეტი შემთხვევა ევვოიკუს ყურეში დაფიქსირდა. ისინი შენიშნეს ისეთ რაიონებში, როგორებიცაა ხალკიდა, არკიცა, დროსია და ედიფსოსი. მედუზები ასევე დააფიქსირეს პაღასიტიკოსის ყურეშიც.

რატომ გაიზარდა მედუზების რაოდენობა?

მეცნიერების შეფასებით, ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა. გადაჭარბებულმა თევზჭერამ შეამცირა მედუზების ბუნებრივი მტრები – ზოგიერთი სახეობის თევზი და ზღვის კუები. ამასთან, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის წყლის ტემპერატურის მატება მედუზების გამრავლებისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზღვის დინებებიც, რომლებიც მედუზების ჯგუფებს ღია ზღვიდან დახურულ ყურეებში გადაადგილებენ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მათი რაოდენობა ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს დამოკიდებულია ქარზე, დინებებსა და ამინდის პირობებზე. ამიტომ სანაპირო, სადაც დღეს მედუზებია, რამდენიმე საათში შესაძლოა სრულიად სუფთა იყოს.

რა უნდა გავაკეთოთ მედუზის ნაკბენის შემთხვევაში?

იისფერი მედუზა საბერძნეთის ზღვებში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ სახეობად ითვლება. მისი შეხება იწვევს ძლიერ წვას, კანის სიწითლეს, შეშუპებასა და ქავილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში სიმპტომები რამდენიმე დღე გრძელდება.

სპეციალისტების რეკომენდაციებია:

  • დაუყოვნებლივ დატოვეთ წყალი;
  • არ გაიხეხოთ დაზიანებული ადგილი;
  • ჩამოიბანეთ მხოლოდ ზღვის წყლით და არა მტკნარი წყლით;
  • ფრთხილად მოაშორეთ საცეცების ნარჩენები ხელთათმანით ან პლასტიკური ბარათით;
  • გამოიყენეთ ყინული ან ცივი კომპრესი ტკივილის შესამსუბუქებლად;
  • ძლიერი სიმპტომების ან ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *