Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც 20 წლის სტუდენტმა, ვანგელის იაკუმაკისმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა 

10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც 20 წლის სტუდენტმა, ვანგელის იაკუმაკისმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა 

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 20 წლის სტუდენტმა კრეტადან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. 

ვანგელის იაკუმაკისი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტი საცხოვრებლიდან გაუჩინარდა და გაუჩინარებიდან 40 დღის შემდეგ, 2015 წლის 15 მარტს, უნივერსიტეტიდან 800 მეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვანგელისი ბულინგისა და საშინელი ძალადობის მსხვერპლი იყო. 

ბრალდების მხარემ ჯამში სტუდენტზე ძალადობის 23 შემთხვევა შეაგროვა.

ძალადობის შემთხვევებიდან ერთ-ერთი მაშინ დაფიქსირდა, როცა სტუდენტებმა მსხვერპლს ყელზე მარყუჟი შემოახვიეს და საცემად წაათრიეს.

იყო შემთხვევები, როცა 20 წლის ბიჭს სახე წებოვანი ლენტით დაუფარეს და სასქესო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ურტყეს.

სტუდენტის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ, რომელთა შედეგადაც იმ დროისთვის სკოლის დირექტორი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სამსახურიდან და რომელსაც 3 წლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *