Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკის “აგიოს დიმიტრიოს” საავადმყოფოში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

მძიმე ინციდენტი მოხდა დღეს დილით სალონიკის “აგიოს დიმიტრიოს” საავადმყოფოში, სადაც საორდინატოროს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ექიმი დაშავდა.

ექიმს, რომელიც გავრცელებული ცნობით მსუბუქად დაშავდა ფეხის არეში, სასწრაფოდ ჩაუტარდა გამოკვლევა და დაზიანება დადგინდა.

დაშავებული გადაიყვანეს „პაპაგეორგიუს“ საავადმყოფოში, რადგან „აგიოს დიმიტრიოს“ ჰოსპიტალს ორთოპედიული განყოფილება არ აქვს.

“პაპაგეორგიუს” საავადმყოფოს მკურნალმა ექიმებმა კოლეგის გასინჯვის შემდეგ დაადგინეს, რომ ეს არ იყო სერიოზული დაზიანება, რის შემდეგაც  დაშავებული ექიმი სახლში დაბრუნდა.

რაც შეეხება სახურავის ჩამოვარდნილ ნაწილს, როგორც ადგილობრივ მედიას “აგიოს დიმიტრიოს” ჰოსპიტალის მენეჯერის მოადგილემ, ვასილიკი ტრაუდამ განუცხადა, აღნიშნულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა და შესაძლოა მომხდარი განპირობებული იყოს იმ კომპანიის მიერ, რომელმაც  დაკისრებული საქმე არაკეთილსინდისიერად შეასრულა.

უკვე დილით საავადმყოფოში გამოიძახეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ტენდერი ჩაატარეს და  მიყენებული ზარალის აღრიცხვა  დაიწყეს. „კომპანიის მიმართ ყველა სამართლებრივი ქმედება განხორციელდება“, – განმარტა ქალბატონმა ტრაუდამ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *