11 ივნისს საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება
11 ივნისს საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება
11 ივნისს, საღამოს 7 საათზე ათენის სამხედრო მუზეუმში, კერძოდ იოანის კაპოდისტრიას სახელობის აუდიტორიაში გაიმართება ისტორიული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც მაყურებელს გააცნობს 1821 წელს საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებსა და გმირებს.
ფილმი რეჟისორმა ვასილის ციკარასმა ადვოკატი დიმიტრის გაველას იდეისა და ტექსტის მიხედვით გადაიღო.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, დოკუმენტური ფილმი თანამედროვე კვლევითი და რეჟისორული ხედვით ცდილობს გაანათოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სხვადასხვა ასპექტი, ხაზი გაუსვას 1821 წლის რევოლუციის ისტორიულ და დღევანდელ მნიშვნელობას და აჩვენოს, რომ როდესაც პირადი ინტერესები საერთო მიზნად გარდაიქმნება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა რეალურ ძალად იქცევა.
