Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა

13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა

წელს ძილის მსოფლიო დღე 13 მარტს აღინიშნება.

ძილის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა ვებრძოლოთ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს. როგორც ძილის ექსპერტები მიუთითებენ, გამოძინებისათვის ზრდასრულ ადამიანს 7- 8 საათი სჭირდება. თუმცა ბიოლოგიური ციკლი, შესაძლოა, ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალური იყოს. 50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება 5-6 საათამდე. მოსახლეობის 30 %-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ინსომნიის (უძილობა) პერიოდი. ქრონიკული ინსომნიით მოსახლეობის 10-15 % ცხოვრობს. ძილის მსოფლიო დღე აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის წინა პარასკევს. ძილის მსოფლიო დღის დამფუძნებელია ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაცია და ძილის მსოფლიო ფედერაცია, და ის 2008 წლიდან აღინიშნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *