13 ივლისიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება
13 ივლისიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება
დიდი საზაფხულო ფასდაკლებები საბერძნეთში ორშაბათიდან, 13 ივლისიდან დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა უკვე დაიწყეს მომხმარებლებისთვის გარკვეული შეთავაზებების წარდგენა მთავარი ფასდაკლებები 13 ივლისიდან დაიწყება.
საზაფხულო ფასდაკლებები აგვისტოს ბოლომდე გასტანს, ხოლო ფასდაკლებების დაწყებიდან პირველ კვირა დღეს, 19 ივლისს კი მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან მომხმარებლებს. სამუშაო საათები კი 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გასტანს.
კანონმდებლობა მაღაზიების მეპატრონეებს ავალდებულებს პროდუქტზე მიუთითოს როგორც საწყისი, ასევე ფასდაკლებული ფასიც, რათა არ ჰქონდეს ადგილი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
Facebook Comments Box
