14 ოქტომბრიდან ამინდი ეტაპობრივად უარესდება
14 ოქტომბრიდან ამინდი ეტაპობრივად უარესდება
ღრუბლიანი ამინდითა და წვიმით დაიწყო ახალი კვირა საბერძნეთში.
მეტეოროლოგების განცხადების თანახმად ამინდი საგრძნობლად გაუარესდება ოთხშაბათიდან.
შტორმის ახალი ტალღა გადაუვლის საბერძეთს 16 და 17 ოქტომბერს.
ხვალიდან ამინდი გაუარესდება სპორადესზე, ევიასა და კრეტაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმები და ღრუბლიანი ამინდი.
ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი წვიმიანი ამინდი საღამოს საათებიდან არის მოსალოდნელი.
მეტეოროლოგი თოდოროს კოლიდასი აცხადებს, რომ ხუთშაბათს წვიმიანი ამინდი სრულიად ქვეყნის მასშტაბით არის მოსალოდნელი, ხოლო პარასკევს კი ძირითადად იონიის ზღვის კუნძულებზე, დასავლეთ საბერძნეთში, ჩრდილოდასავლეთ პელოპონისოსა და ცეტრალურ საბერძნეთში.
დაუბერავენ 2-5 ბოფორი სიმძლავრის ქარები ხოლო ტემპერატურა 21-25 გრადუსამდე იმერყევებს.
