Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

16 წლის ბიჭი პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანეს – 23 წლის ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება

16 წლის ბიჭი პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანეს – 23 წლის ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება

პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანეს 16 წლის ბიჭი, რომელმაც გუშინ ღამით საკუთარ ძმას მკერდისა და ფეხის არეში დანით მიაყენა ჭრილობები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძმები ხშირად ჩხუბობდნენ.

“ჯერ-ჯერობით არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. ჩემი ბიჭები დედასთან და მათ დასთან ერთად ცხოვრობენ. გუშინ ჩემი უფროსი ბიჭი გაჩერებიდან სახლამდე მივიყვანე. მერე სახლში ველოდებოდი რომ გამოეარა და ბებია და ბაბუა ენახა. მესიჯიც მივწერე რომ მეკითხა რატომ არ მოვიდა მაგრამ არ მიპასუხა.” – აცხადებს ბიჭების მამა.

ახალგაზრდების დედამ კი განაცხადა, რომ 16 წლის ბიჭი ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა: “არ ვიცი რატომ შეიცვალა, გარდატეხის ასაკს ვაბრალებდი, ალბათ ეჭვიანობდა? არ ვიცი. უფროსმა ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ მჯერა რომ გადარჩება. ორივე ჩემი შვილია. ერთადერთი რასაც ღმერთს ვთხოვ გაუმჯობესდეს ჩემი უფროსი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა.” 

ექიმები აცხადებენ რომ დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ამდრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *