Latest news
ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

17 წლის ბიჭს დღეს პროკურორი დაკითხავს

17 წლის ბიჭს დღეს პროკურორი დაკითხავს

სალონიკში, პროკურორთან გადაიყვანენ დღეს 17 წლის პოლონეთის მოქალაქეს, რომელიც პარასკევს, კატერინში, 16 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ შემზარავი მკვლელობის საქმე საბერძეთის ტერიტორიაზე გაიხსნა, როცა არასრულწლოვანი პოლონეთის მოქალაქე ქალაქ კატერინიში დააკავეს.

ახალგაზრდა საბერძეთს ტურისტული კომპანიის მიერ ორგანიზებული ტურისტულ ჯგუფთან ერთად ეწვია დასასვენებლად. დაკავებულს ბრალი ედება 16 წლის მაია კოვალსკას მკვლელობაში. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გოგონა 23 აპრილს მოკლეს.

ივარაუდება, რომ ახალგაზრდამ გოგონა ნაჯახით, ან ჩაქუჩით მოკლა. გოგონას ცხედარი დაწვა ქიმიური ნივთიერებით და შემდეგ ნაგვის ყუთში გადაადგო. 

დამნაშავის ვინაობა პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს და მის წინააღმდეგ დაკავების ბრძანება გასცეს, სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე მოხდა მისი საბერძნეთის ტერიტორიაზე დაკავება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *