18 წლის ბიჭმა 19 წლის ბიჭი უმოწყალოდ იმიტომ სცემა, რომ მის შეყვარებულს ფოტო დაულაიქა
18 წლის ბიჭმა 19 წლის ბიჭი უმოწყალოდ იმიტომ სცემა, რომ მის შეყვარებულს ფოტო დაულაიქა
ხალკიდაში, კერძოდ კურედში 19 წლის ბიჭი უმოწყალოდ გოგონას ფოტოს მოწონების გამო სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონას 18 წლის შეყვარებულმა 19 წლის ბიჭს შეხვედრა საქმის გასარჩევად დაუნიშნა. დაშავებული შეხვედრაზე 17 წლის მეგობართან ერთად მივიდა. შეხვედრისას 18 წლის ბიჭი 19 წლის ბიჭს თავს დაესხა და თავის არეში და სახეში შეუჩერებლად ურტყა. თავდასხმის მიზეზი კი “ლაიქი” გახდა, რომელიც სოც.მედიაში დაზარალებულმა თავდამსხელის შეყვარებულს დაუწერა.
გაშველების მცდელობისას დაშავდა 17 წლის ბიჭიც.
19 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით.
განყოფილებაში უკვე შესულია 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ საჩივარი. პოლიცია თავდამსხმელს ეძებს.
