Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

18 წლის მარიოს გამოჯანმრთელებისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი – აცხადებს ექიმი, რომელმაც გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა

18 წლის მარიოს გამოჯანმრთელებისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი – აცხადებს ექიმი, რომელმაც გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა

სასიხარულო ამბები ვრცელდება იტალიის ქალაქ ტორინოდან, სადაც 18 წლის მარიოს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.

პროფესორი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, აცხადებს, რომ მარიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მკურნალობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რენატო რომანიოლიმ აგვისტოში 15 წლის დიმიტრისაც ჩაუტარა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, ახლა კი ამაყია, რომ უკვე მეორე ბავშვისთვის შეძლო დაებრუნებინა სტაბილური, ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელების უნარი.

“საუბარი გვაქვს საბერძნეთსა და იტალიას შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ისტორიაზე, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს რეგიონებს შორის ტრანსპლანტაციის სისტემის შესანიშნავად ფუნქციონირებას. პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მკურნალობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ გადარჩება.” – აცხადებს ექიმი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *