Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

2026 წლის უქმე დღეები

2026 წლის უქმე დღეები

2025 წლის ბოლომდე მხოლოდ 1 უქმე დღე რჩება, თუმცა 2026 წელი ბევრ სამ და ოთხდღიან უქმეებს გვიმზადებს, რაც იდეალური იქნება ქალაქის ხმაურისგან თავის გასარიდებლად მოკლე მოგზაურობებისთვის.

ახალი 2026 წელი ხუთშაბათს 1 იანვარს შემოაბიჯებს.

მაღაზიები და სუპერ-მარკეტები 1 და 2 იანვარს არ იმუშავებენ.

2026 წლის 3 სამდღიანი უქმე:

  • 21 თებერვლიდან 23 თებერლის ჩათვლით (შაბათი-კვირა-სუფთა ორშაბათი)
  • 1 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით (პარასკევი-შაბათი-კვირა) 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
  • 3ო მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით (შაბათი-კვირა-ორშაბათი) 1 ივნისი სულიწმინდის დღეა

2026 წლის 4 დღიანი უქმეები:

  • 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით (პარასკევი-შაბათი-კვირა-ორშაბათი) წითელი პარასკევი-აღდგომა-მიცვალებულთა დღე

როგორც უკვე აღვნიშნეთ სუფთა ორშაბათი 2026 წელს 23 თებერვალს ემთხვევა, ხოლო აღდგომა 12 აპრილს. 

დასვენების დღეები თვეების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  • იანვარი: ახალი წელი – 1 იანვარი და ნათლისღება – 6 იანვარი
  • თებერვალი: 23 თებერვალი – სუფთა ორშაბათი
  • მარტი: ეროვნული დღესასწაული (საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე) – 25 მარტი
  • აპრილი: წითელი პარასკევი – 10 აპრილი, აღდგომა – 12 აპრილი, მიცვალებულთა დღე – 13 აპრილი
  • მაისი: მშრომელთა საერთაშორისო დღე – 1 მაისი
  • ივნისი: სულიწმინდის დღე – 1 ივნისი
  • აგვისტო: ღვთისმშობლის მიძინების დღე – 15 აგვისტო
  • ოქტომბერი: უარის დღე – 28 ოქტომბერი
  • დეკემბერი: შობა – 25 დეკემბერი, 26 დეკემბერი
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *