Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

2027 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბერძნეთში უძრავი ქონების შეძენის ღირებულება იზრდება

2027 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბერძნეთში უძრავი ქონების შეძენის ღირებულება იზრდება

ΔΕΘ-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უცხოელი მყიდველებისთვის ქონების გადაცემის გადასახადს ეხება.

2027 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენისას ქონების გადაცემის გადასახადი 3%-დან 15%-მდე გაიზრდება.

მაგალითად, 300 000 ევროს ღირებულების საცხოვრებელზე გადასახადი 9 000-ის ნაცვლად 45 000 ევრო გახდება, ანუ მყიდველს დამატებით 36 000 ევროს გადახდა მოუწევს.

500 000 ევროს ღირებულების ქონების შემთხვევაში გადასახადი 15 000-დან 75 000 ევრომდე გაიზრდება.

აღნიშნული ცვლილება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებას შეეხება და არ მოიცავს კომერციულ ფართებს, მიწის ნაკვეთებსა და სხვა ტიპის ქონებას.

მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზანია უცხოეთიდან დამატებითი მოთხოვნის შემცირება, რომელიც, მისი შეფასებით, უძრავი ქონების ფასებზე ზეწოლას ახდენს და ბერძნულ ოჯახებს საკუთარი საცხოვრებლის შეძენას ურთულებს.

ამასთან, ახალი რეგულაცია Golden Visa-ს არ აუქმებს და უცხოელებისთვის საბერძნეთში საცხოვრებლის შეძენას არ კრძალავს. თუმცა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საცხოვრებელში ინვესტირება მნიშვნელოვნად გაძვირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *