Latest news
კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალი უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს  დემოგრაფიული კრიზისის ფონზე საბერძნეთში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტუდენტთა მობილობის წესის გამარტ... ღეორღიადის: იმედია დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება - აუცილებლად მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას სიზმანოღლიოს საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა ჯავედ ასლამს საბერძნეთში თავშესაფრის სტატუსი შეუნარჩუნდა – ემიგრაციის სამინისტრომ ჯავედ ასლამის გასა... იოანნინა: არასრულწლოვანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 2 პირს, რომელიც ვაღია ნესტორას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
საბერძნეთიUncategorized

22 წლის ალბანეთის მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა

22 წლის ალბანეთის მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა

22 წლის ალბანეთის მოქალაქე დააკავა პოლიციამ 9 მაისს, პოლიციელზე დანით თავდასხმის გამო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციის თანამშრომელსა და დაკავებულს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პარასკევს საღამოს დაიწყო ჰალკიდიკის სოფელ რიზაში.

იმავე წყაროზე დაყრდნობით დაკავებული და პოლიციელი ერთმანეთს იცნობენ და მათ შორის ჩხუბიც პირადი გაუგებრობის გამო ატყდა.

დაშავებული 49 წლის პოლიციელია, რომელიც შელაპარაკების დღეს ისვენებდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაკავებულის წინააღმდეგ კი საქმე სხეულის დაზიანებების მიყენებისა და უკანონოდ იარაღის ტარების მუხლით აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *