Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

28 ოქტომბრისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაული ათენში აღლუმით აღინიშნა

28 ოქტომბრისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაული ათენში აღლუმით აღინიშნა

ათენის ცენტრში მოსწავლეთა საზეიმო აღლუმი გაიმართა, რომელიც საბერძნეთის ეროვნული დღესასწაულის 28 ოქტომბრის აღსანიშნავად მოეწყო.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა ათენის ცენტრალურ ქუჩებში ჩაიარეს და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს პატივი მიაგეს. აღლუმს ათენის მუნიციპალიტეტის ფილარმონიული ორკესტრი მუსიკალურად აფორმებდა.

მიუხედავად დილით წამოსული მსუბუქი წვიმისა, ღონისძიებამ შეფერხებების გარეშე ჩაიარა. აღლუმში მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღების, დაწყებითი სკოლების, გიმნაზიებისა და ლიცეუმების მოსწავლეები.

საზეიმო მსვლელობა საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ორკესტრმა, ბერძენ გოგონათა გიდების ორგანიზაციისა და ბერძენ სკაუტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასრულეს.

ღონისძიებას პოლიტიკური, რელიგიური და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღლუმის დაწყებამდე უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან გვირგვინები მიიტანეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკიტას კაკლამანისმა, განათლების მინისტრმა სოფია ზახარაკიმ და პარლამენტის წევრებმა: ანგელოს სირიღოსმა და დიმიტრის მანძოსმა.

მოსწავლეთა აღლუმის დასრულების შემდეგ, პოლიციის მითითებით, მეტროს სადგური „სინდაღმა“ გაიხსნა და მგზავრებს მოემსახურა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა პარტია „Πλεύση Ελευθερίας“ ლიდერი ზოი კონსტანტოპულუ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *