Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

3 წლის ანგელოს საქმის განხილვა გრძელდება

3 წლის ანგელოს საქმის განხილვა გრძელდება

კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიოში 3 წლის ანგელოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება.

საქმის მთავარი ბრალდებული, რომელსაც საბერძნეთის მასშტაბით დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა, გარდაცვლილი ბავშვის 27 წლის დედა და მისი იმდროინდელი პარტნიორია. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები გამოდიან. ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები სასამართლოს წინაშე აცხადებენ, რომ არ სჯერათ, რომ დედას საკუთარი შვილისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. მათივე თქმით, ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რასაც დაცვის მხარე საქმის შეფასებისთვის მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს.

საქმეზე უკვე დაკითხულნი არიან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ექიმები და ექსპერტები. მათი ჩვენებების მიხედვით, პატარა ანგელო 2024 წლის იანვარში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *