Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

30 ნოემბერი პატრას მფარველი წმინდანის ანდრეას დღეა

30 ნოემბერი პატრას მფარველი წმინდანის ანდრეას დღეა

წმინდა ანდრეა 12 მოციქულთაგან ერთერთია, რომლის სახელობის დღეც საბერძნეთში 30 ნოემბერს აღინიშნება.

ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე რომელიც იქნა ამორჩეული. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა იყო, წმიდანის ლოცვით, ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს.

წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, 62 წელს დაკრძალული იყო ქ. პატრაში (საბერძნეთი), სადაც ეგაეტის ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. 375 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა – კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იყმყოფებოდა 1964 წლამდე. დღესდღეობით წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის – ჯვრის გვერდით ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში, ხოლო მეორე ტერფი, წმინდა ათონის წმინდა პანდელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის წმიდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. 2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *