Latest news
ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან როდის იწყება ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები  მირტოს მამა გულისამაჩუყებელ განცხადებას აკეთებს ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

31 წლის ორსული მეუღლემ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვა

31 წლის ორსული მეუღლემ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვა

შაბათს შუადღიდან მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები კოლონოზე მდებარე ბინაში, სადაც 31 წლის ორსული ქალი მოკლეს.

ქალის მკვლელობაში ბრალი მეუღლეს ედება, რომელიც შაბათსვე დააკავა პოლიციამ და ამჟამად დაკითხვაზეა გადაყვანილი. 

დაკითხვაზეა ბრალდებულის ძმა და მამაც. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი 4 თვის ორსული იყო და სახლში უგონო მდგომარეობაში მეუღლემ იპოვა. ბრალდებულმა გამოიძახა თავად სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმები აცხადებდნენ, რომ ბრალდებული შოკურ მდგომარეობაში იყო როდესაც ქალის გასასინნჯად მივიდნენ.

“გარეთ რომ გამოვედი 2 სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე და ხალხი მოგროვილი. მალევე გამოვიდა გარდაცვლილის მეუღლეც, ხელები თავზე ჰქონდა შემოწყობილი. ვკითხე: “რა მოხდა?” და მიპასუხა, რომ თავი დაარტყა. აღარ გავჩერებულვარ, გზა გავაგრძელე. არ ვიცოდი რა მოხდა. ვიფიქრე ვიღაც დაეცა, თავი დაარტყა და სასწრაფოც ამიტომ მოვიდა. მერე პოლიციამ გაიყვანა. ეტყობოდა რომ შოკში იყო. არ მესმოდა რას ამბობდა, 2 მეტრის მოშორებით ვიდექი, მაგრამ ვხედავდი რომ საუბრობდა. მე პირადად არანაირი შეხება არ მქონია წყვილთან. არც ის ვიცი რამდენი წელია აქ ცხოვრობენ.” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *