Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

39 წლის კაცმა 28 წლის პარტნიორი პოლიციის შენობის წინ დანით დაჩეხა

39 წლის კაცმა 28 წლის პარტნიორი პოლიციის შენობის წინ დანით დაჩეხა

მკვლელობის დეტალები, რომელიც ორშაბათს ღამით მოხდა, დრამატულია. მკვლელობა აღიონ ანარღირონის პოლიციის შენობასთან ძალიან ახლოს მოხდა. 28 წლის გოგონა მისმა 39 წლის პარტნიორმა დანით დაჩეხა და ძალა გამოცლილი მსხვერპლი მიწაზე უსოლოდ დაეცა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 28 წლის გოგონამ 2020 წელს პოლიციის მიერ მოძალადისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემა მოითხოვა, რადგან ის მასზე ფიზიკურად ძალადობდა და მისი გაუპატიურება რამდენჯერმე სცადა. თუმცა პოლიციას შესაბამისი ზომები არ მიუღია.

ახალგაზრდა გოგონა ორშაბათს საღამოს მის მეგობართან ერთად ისევ მივიდა პოლიციაში ჩვენების მისაცემად. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ეს ჩვენება მოჰფენს ნათელს მის ტრაგიკულად დასრულებულ სიცოცხლეს.

მართალია, რომ გოგონას საჩივარი არ შეუტანია მოძალადის წინააღმდეგ, მაგრამ პოლიციის თანამშრომელ ქალბატონს უთხრა, რომ ძალიან შეშინებული იყო და ითხოვა, რომ სახლში პატრულის მანქანით წაეყვანათ. პოლიციის თანამშრომელმა მას უთხრა რომ იმ მომენტისთვის არ იყო თავისუფალი საპატრულო მანქანა და ურჩია რომ 100-ზე დაერეკა, გოგონამ კი უპასუხა, რომ როგორც კი დატოვებდნენ პოლიციის შენობას მაშინვე დარეკავდა 100-ზე.

თუმცა მაშინ, როცა 28 წლის გოგონამ პოლიციის შენობა დატოვა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უკვე დარეკილი ჰქონდა 100-ზე, მას მოძალადე თავს დაესხა. თავდასხმის ყველა დეტალი მოისმინა თანამშრომელმა, რომელიც სატელეფონო ხაზზე იმყოფებოდა გარდაცვლილთან. 39 წლის მამაკაცი მსხვერპლს მოტოციკლეტით მიუხალოვდა, გოგონა თავის გადასარჩენად პოლიციის შენობისკენ გაიქცა, მაგრამ სამწუხაროდ მან შენობამდე მისვლა ვერ მოასწრო. მოძალადე გოგონას დაეწია და სიცოცხლეს გამოასალმა. 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული პოლიციის სამმართველოდან მცირე მანძილზე მოხდა, გარდა მკვლელობის დეტალების გამოძიებისა, გამოძიება ასევე მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რა უძღოდა უბედურ შემთხვევას წინ.

ა.წ. გავრცელებული ინფორმაციით, მორიგე ოფიცერს ახალი დაწყებული აქვს მუშაობა პოლიციაში, ხოლო გარდაცვლილის მეგობარი, რომელიც მსხვერპლთან ერთად იმყოფებოდა ჩვენების მისაცემად, მისი ყოფილი პარტნიორია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *