Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მოკლული გოგონას მამამ პირველი განცხადება გააკეთა

მოკლული გოგონას მამამ პირველი განცხადება გააკეთა

მოკლული გოგონას მამა, რომელიც გუშინ მისმა 39 წლის ყოფილმა პარტნიორმა პოლიციის შენობის წინ დანით აჩეხა, აცხადებს რომ მისი შვილის პარტნიორი გოგონაზე სისტემატიურად ძალადობდა, თუმცა გოგონა ამ ყველაფერს მალავდა.

“თურმე ბევრი ძალადობის შემთხვევა ყოფილა, მაგრამ ჩემს ყურადმე ეს ყველაფერი არასდროს მოდიოდა. წყვილი თავისთვის იყო სახლში, ის მასზე ძალადობდა, მაგრამ მე არავინ არაფერს მეუბნებოდა. ხშირად ვეკითხებოდი ჩემს გოგოს, “შვილო, როგორ ხარ?” მაგრამ მისგან გულახდილი პასუხი არასდროს მიმიღია. “მამა, ყველაფერი კარგად არის” მპასუხობდა. გარკვეული ხნის შემდეგ ახალ სახლშიც გადავიდნენ. ამის შემდეგ კი დამირეკეს და მითხრეს რაც მოხდა”.  საუბრობს მოკლული გოგონას მამა protothema.gr-თან. 

ის კიდევ ვერ იჯერებს, რომ 39 წლის მამაკაცმა, რომელიც სულ ცოტა ხანში მისი სიძე უნდა გამხდარიყო, მისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.

შეგახსენებთ რომ 28 წლის გოგონამ 2020 წელს მის პარტნიორს უჩივლა. მან მოძალადის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა მისი გაუპატიურების მცდელობისა და მასზე ფიზიკური ძალადობის გამო. 4 წლის შემდეგ კი, მიუხედევად იმისა, რომ გოგონამ პოლიციაში დახმარების სათხოვნებლად მისვლა მოასწრო, მისმა მოძალადე პარტნიორმა მისი მოკვლა მაინც შეძლო. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *