Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი- მეშვიდედ დააკავეს მძღოლი რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

ამჯერად 22 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 55 წლის მამაკაცს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში  მართვის გამო ვოლოსში, ოთხშაბათს დილით, უკვე მეშვიდედ დააკავეს,  როდესაც  საკუთარ მოპედს მართავდა.

დაკავებულს მართვის მოწმობა 2020 წლიდან ჰქონდა ჩამორთმეული.

პოლიციისათვის მიცემულ ჩვენებაში მამაკაცი ამბობს, რომ დაკავების დროს მიღებული ჰქონდა ალკოჰოლი, რადგან აღდგომა მარტო გაატარა და განიცდიდა.

შემდეგ მოპედით აფთიაქში წავიდა წამლების საყიდლად, რა დროსაც დააკავეს.

როგორც ამბობს ის სვამს როცა მოწყენილია, რადგან მგრძნობიარეა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კი უმუშევრობას  და ცოლთან განშორებას მიაწერს.

” ის კრიმინალი არ არის, ის ავადაა”- აცხადებს დაკავებულის ქალიშვილი, ხოლო მისი ადვოკატები  სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას  არასათანადოდ მიიჩნევენ და თვლიან რომ მან უნდა გაიაროს სამკურნალო- სარეაბილიტაციო პროგრამა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *