Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

6 აპრილი ვნების კვირის 1-ლი დღეა

6 აპრილი ვნების კვირის 1-ლი დღეა

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა უფრო კონკრეტულად კი 6 დღე, იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

საბერძნეთში ვნების კვირას “ყრუს” ან “მუნჯს”-საც კი უწოდებენ. 

საუბარი გვაქვს ამ სახელწოდებების განსაკუთრებით სიმბოლურ დატვირთვაზე, როცა მორწმუნეებს გლოვის პროცესში მდუმარებისკენ და ღრმა სულიერი სიმშვიდისკენ მოუწოდებს ეკლესია. 

“მუნჯი” ან “ყრუ” კვირის სახელწოდებად არჩევა შემთხვევითი არ არის. აღნიშნული სახელწოდებები გააზრებული დუმილისკენ მიგვითითებენ, რომელსაც მორწმუნეები თავად ირჩევენ. ეს არის პერიოდი, როცა ეკლესია ზღუდავს დღესასწაულებსა და ღონისძიებებში ჩართულობას და ყურადღებას შინაგან, სულიერ სამყაროზე ამახვილებს, რაც თავისთავად მოიაზრებს მორწმუნეების ხმაურისგან დისტანცირებას.

დუმილს განსაკუთრებული სულიერი დატვირთვა აქვს. კვირობით მარხვისა და სულიერ ჭიდილში ყოფნის შემდეგ ეკლესია მრევლს ვნების კვირის მწვერვალისთვის, აღდგომისთვის ამზადებს. 

აღნიშნული კვირა, როგორც დიდი მარხვის ყველა დღე, შინაგანი განწმენდისა და კონცენტრაციის პერიოდია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *