Latest news
პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა ათენის ცენტრში 23 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

71 ხანძარი 12 საათში – ძლიერი ქარები ხანძარს ელვის სისწრაფით ავრცელებენ

71 ხანძარი 12 საათში – ძლიერი ქარები ხანძარს ელვის სისწრაფით ავრცელებენ

შაბათს კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა შეხვედრა გამართა მეტეოროლოგთა ჯგუფთან და ყველა საკოორდინაციო ორგანოსთან ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავებისთვის. საკოორდინაციო ორგანოს სხდომას ესწრებოდნენ სამინისტროსა და სახანძრო ბრიგადის ხელმძღვანელობა, ΕΛΑΣ-ისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, აგრეთვე პელოპონისის, ატიკის, კრეტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგეოსისა და ცენტრალური საბერძნეთის რეგიონების გუბერნატორები. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ძლიერი ქარები, რომლებიც კვირას, ორშაბათს და სამშაბათს თანაბარი სიმძლავრით დაუბერავენ საბერძნეთის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს ხანძრის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელებას. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ შაბათს დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე 71 ხანძარი დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

მეტეოროლოგების პროგნოზით, ჩრდილოეთ ეგეოსში, ატიკში, ვიოტიაში, კიკლადესში, კრეტასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ პელოპონისოში ძლიერი ქარი დაუბერავს 7-8 ბოფორტის ინტენსივობით, რაც ვითარებას უკიდურესად საშიშს გახდის. 

ზემოაღნიშნული ტერიტორიებისთვის გადაწყდა, რომ სამოქალაქო დაცვის ყველა ძალა იქნება მზადყოფნის მე-4 ეტაპზე (ხანძრის მაღალი რისკი), რაც ნიშნავს, რომ სახანძრო ბრიგადა იქნება მზადყოფნაში, შეიარაღებული ძალების ოფიცრები განახორციელებენ პატრულირებას, ხოლო დამხმარე გუნდები იქნებიან მზადყოფნაში.  

თავის მხრივ, ΕΛΑΣ-ის პოლიცია გააგრძელებს ტყის უბნებისკენ მიმავალი გზების გადაკეტვას, მოძრაობის აიკრძალვას. რეგიონულ ერთეულებში შეიკრიბებიან მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ პატრულირებას, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ სახანძრო ზონების გახსნას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *