88 წლის მორბენალი: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ვუძღვნი მარათონის შედეგებს
88 წლის მორბენალი: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ვუძღვნი მარათონის შედეგებს
ემოციური განცხადება გააკეთა 88 წლის კირიაკოს რეიზისმა, რომელმაც კვირას ათენის გარეუბან მეტამორფოსში გამართულ „არვანიტეია 2026“-ის 5 კილომეტრიან მარათონში მიიღო მონაწილეობა.
70 წელს გადაცილებულ მონაწილეთა კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინიშის შემდეგ განაცხადა, რომ მთელი რბოლის განმავლობაში ექვსი თვის წინ გარდაცვლილ მეუღლეზე ფიქრობდა.
„მთელი გზის განმავლობაში ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი. ზუსტად ექვსი თვე გავიდა მისი გარდაცვალებიდან“, – თქვა მან და ცისკენ აიხედა.
„მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო“, – აღნიშნა 88 წლის მორბენალმა.
მის სიტყვებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერდნენ, რომ მისი ისტორია განსაკუთრებულად ემოციური იყო და სხვებსაც უსურვებდნენ ასეთი სიყვარულის განცდას.
კირიაკოს რეიზისმა 5 კილომეტრი 40 წუთსა და 40 წამში დაფარა და თავის ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.
