Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

9 და 10 სექტემბერს ტაქსის მძღოლები გაფიცვას აცხადებენ

9 და 10 სექტემბერს ტაქსის მძღოლები გაფიცვას აცხადებენ

ათენში ტაქსები არ იმოძრავებენ 9 და 10 სექტემბერს 48 საათიანი გაფიცვის ფარგლებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ატიკის ტაქსის მძღოლთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, თიმიოს ლუბეროპულოსმა, რადიო გადაცემა  “პარაპოლიტიკა 90,1”-ის ეთერში გამოაცხადა. ეს იქნება გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის შემდეგაც გაიმართება პროფკავშირების საბჭოს შეხვედრა პროტესტის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.

“თუ საბერძნეთის ხელისუფლება მინისტრთა ერთობლივ გადაწვეტილებას არ გააუქმებს გაფიცვას მიეცემა მუდმივი ხასიათი, რადგან მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების ფონზე ამ პროფესიის არსებობას აზრი არ აქვს.” – განაცხადა თიმიოს ლუბეროპულოსმა.

შეგახსენებთ, რომ მინისტთა საერთო გადაწყვეტილებით van-ის ტიპის ავტომანქანებს, შეეძლებათ სატრანსპორტო საშუალების ფუნქციის ოფიციალურად შესრულება, რაც შეამცირებს ტაქსიზე მოთხოვნას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *